ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში, ათამდე ოჯახი დაიტბორა

უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარეების შენაკადებმა მდინარე ენგურზე წყლის მატება გამოიწვია, რის გამოც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში, ათამდე ოჯახი დაიტბორა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადგილზე დროულად მობილიზდა სპეციალური ტექნიკა და კალაპოტის გაფართოების სამუშაოები მინდინარეობს . არსებულ ვითრებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიგა ფარულავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია გაეცნენ.




