საბავშვო ბაღების თანამშრომლებს აპრილიდან ხელფასები გაეზრდებათ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუამ საბავშვო ბაღების მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილე ვალერი თოდუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიქია, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გულნაზ ბაძაღუა და ა(ა)იპ “ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების“ წარმოამადგენლები.
ბაღების მენეჯერებმა ღიად ისაუბრეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში შექმნილ პრობლემებზე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად მათი გადაჭრის გზები დასახეს. მუნიციპალიტეტის მერმა მენეჯერებისგან ბაღებში არსებულ საჭიროებებზე დეტალური ინფორმაცია მიიღო და აღნიშნა, რომ სკოლამდელი აღზრდის წარმომადგენლები მიმდინარე თვიდან გაზრდლილ ხელფასს მიიღებენ.
მერმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე წელს რეაბილიტირდება მუნიციპალიტეტის 15 საბავშვო ბაღი, სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან 700 000 ლარით დაფინანსდება. ამ კუთხით სამუშაოები 1 მაისიდან დაიწყება. თათბირზე სხვა მიმდინარე საკითხებიც განიხილეს.




