“შეგვიძლია გადავავადოთ ამათი დამხობა, ან დროზე დავამხოთ…”-ახალი ფარული ჩანაწერი
სოციალურ ქსელში ახალი ფარული აუდიო ჩანაწერი ვრცელდება სახელწოდებით “სააკაშვილის ახალი რევოლუცია”.
ჩანაწერში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი გიორგი ვაშაძე ხელისუფლების დამხობაზე საუბრობენ.
ჩანაწერს უკრაინული ვებ-გვერდი “zdes.com.ua ავრცელებს.
“შეგვიძლია გადავავადოთ ამათი დამხობა, ან დროზე დავამხოთ… უნდა გადავიყვანოთ რევოლუციურზე”-ისმის ჩანაწერში.



