სკამზე “სკოჩით” მიბმული ოჯახის წევრები – ყაჩაღობა სოფელ ნოჯიხევში

- ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში გოცირიძეების საცხოვრებელი სახლი წუხელ გვიან ღამით ორმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა დააყაჩაღა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სახლში მხოლოდ 73 წლის ქალი იმყოფებოდა და ბოროთმოქმედები მისგან თანხასა და ძვირფასეულობას ითხოვდნენ. მაშინ როცა ქალბატონმა წინააღმდეგობა გაუწია, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სცემეს, გააუთოვეს და სკამზე ე.წ. სკოჩით მიაბეს.
ადგილზე ამ წუთებში ექსპერტკრიმინალისტები და ხობის პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან და მიმდინარეობს საგანოძებო მოქმედებები.
როგორც შსს-ში STV NEWS-ს უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.




