სისხლიანი დაპირისპირება მესტიაში – სოფელ ბეჩოში ქალი დაჭრეს

- სისხლიანი დაპირისპირება მესტიაში – სოფელ ბეჩოში ქალი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მაშინ მიაყენეს როცა ყანაში მუშაობდა.
დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა მესტიის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შსს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-108 (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236 (იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით.


