ახალ ხიბულაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერი გაეცნო

- ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან კონსულტაციაზე შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გაშფერდში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, ხოლო ზუბში სკვერის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
სკვერის კეთილმოწყობაზე -12988 ლარი, ხოლო ბაღის რეაბილიტაციაზე – 13101 ლარი დაიხარჯება. სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო. წელს ხობის მუნიციპალიტეტის 21 ადმინისტრაციულ ერთეულში, 784 ათასი ლარის ღირებულების 51 პროექტი განხორციელდება.




