ქურდობა სოფელ ნოჯიხევში – წაღებულია თხილი და საკვები პროდუქტები

- ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში ქურდობა მოხდა. ადგილობრივების თქმით, ბოროტმოქმედებმა მოსახლეობის სახლებიდან საკვები პროდუქტები და თხილი წაიღეს, შემდეგ სოფლის ცენტრში დაასაწყობეს.
ადგილობრივებმა ამის შესახებ კი მხოლოდ მაშინ გაიგეს, როცა ნაქურდალ საქონელს მანქანაში ალაგებდნენ. მომხდართან დაკავშირებით, სოფელ ნოჯიხევში ქურდობის მცდელობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება სსკ-ის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.




