სოფელ ნოჯიხევში შიდა გზის და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება მოხდება

- ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში სანიაღვრე არხების და შიდა გზის მოწყობა მუნიციპალიტეტის სამოქმედო გეგმაში ასახულია და ის უახლოეს პერიოდში განხორციელდება. ადგილობრივ მოსახლეობას ამის შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა განუცხადეს.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში მოქალაქეების ნაწილმა დღეს შიდა გზისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგება მოითხოვეს. მათ შესახვედრად ადგილზე იმყოფებოდნენ თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებმაც მიაწოდეს ინფორმაცია მოსახლეობას განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.




