სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი ცივი იარაღით დაჭრა. STV.GE-ს ინფორმაციით, დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც imedinews შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა და 117-ე მუხლით დაიწყო რაც ოჯახური დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. ამ დროისათვის სამართალდამცავებმა ბაბუა დააკავეს.




