სოფელ მუხურში მეზობელმა მეზობელი თევზაობისას ცეცხლასროლი იარაღიდან დაჭრა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში მეზობელმა მეზობელი თევზაობისას ცეცხლასროლი იარაღიდან დაჭრა.ინციდენტი ორი დღის წინ მოხდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს- ს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საწყებულია




