სენაკის მერია უძრავი ქონების იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემისათვის აუქციონს აცხადებს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემისათვის განმეორებით ელექტრონულ აუქციონს:
ქ. სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე არსებული 102 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 154 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი N44.01.31.250).
საწყისი წლიური საფასური შეადგენს 3500 ლარს.
სარგებლობის ვადა – 10 წელი.




