სენაკის მერია მოქალაქეთა მიღებას აქტიურად განაგრძობს

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა მერის პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან და მერის მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად მოქალაქეთა მორიგი მიღება გამართა.
აღნიშნული შეხვედრები მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლას და პრობლემების ეტაპობრივად გადაწყვეტას უზრუნველყოფს.
დღევანდელ მიღებაზე მოქალაქეებმა მერთან მათთვის საჭირბოროტო და აქტუალურ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელთა დროულად მოგვარების გზები ადგილზევე დაისახა.
მოქალაქეთა მიღება კვლავაც აქტიურად გაგრძელდება.




