სტრასბურგის სასამართლოში საქმე „სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ“ სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში საქმე „სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველოს სრული გამარჯვებით დასრულდა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა Facebook-ზე დაწერა.
„სტრასბურგის სასამართლოში საქმე „სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ“ ჩვენი სახელმწიფოს სრული გამარჯვებით დასრულდა! დეტალებს საზოგადოებას მალე შევატყობინებთ“, – წერს ბრეგაძე.
ცნობილია, რომ მოგვიანებით იუსტიციის სამინისტროში ამ თემაზე ბრიფინგი გაიმართება.
მსგავსი სიახლეები

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა

ლონდონის უზენაეს სასამართლოში ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის სამართლებრივი დავა ბიძინა ივანიშვილის უპირობო გამარჯვებით დასრულდა


