სენაკის მერმა კოლხეთელებს გაზეთის დაარსების დღე მიულოცა

გაზეთ ,,კოლხეთის” – თითქმის საუკუნოვანი მემატიანის დაარსების დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, კოლხეთელებს შეხვდა, გაზეთის დაარსების 99-ე წლისთავი მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
,,გაზეთი ,,კოლხეთი’’ ისტორიითა და კულტურული ტრადიციებით მდიდარი კუთხის მაჯისცემას ათწლეულების მანძილზე ასახავდა. ამ საქმეს არაერთი დამსახურებული ჟურნალისტი და გამორჩეული პიროვნება ემსახურებოდა. ,,კოლხეთის“ რედაქციასთან მრავალი სახელოვანი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და ხელოვნების წარმომადგენელი თანამშრომლობდა. მის წიაღში აიდგა ფეხი სენაკის ბევრმა ღირსეულმა შვილმა. მშობლიური გაზეთის ასეთი სიცოცხლისუნარიანობა დასაფასებელია. გილოცავთ, კოლხეთელებო. პროფესიულ საქმიანობაში წინსვლასა და წარმატებებს გისურვებთ. მე პირადად, ისევე როგორც ჩვენი გუნდი, ყოველთვის ვიდგებით თქვენს გვერდით და შევეცდებით თქვენი საქმიანობის ღირსეულად დაფასებას“ – აღნიშნა შეხვედრისას მუნიციპალიტეტის მერმა.




