სენაკის მერმა ღვაწლმოსილ და მუნიციპალიტეტში მოღვაწე ბიბლიოთეკარებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა

ბიბლიოთეკარის დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, ნანა ზარანდიასთან და ადგილობირივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საჯარო ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკარებს შეხვდა და მათ პროფესიული დღესასწაული მიულოცა:
,, ძვირფასო ბიბლიოთეკარებო, გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს. პატივისცემას იმსახურებს ყველა ადამიანი, რომელმაც ეს პროფესია აირჩია. მადლობა თითოეულ თქვენგანს გაწეული დაუღალავი შრომისთვის“ – აღნიშნა ვახტანგ გადელიამ. მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ პროფესიული დღე ასევე მიულოცა ღვაწლმოსილ ბიბლიოთეკარებს – ციური ხორავას და ქეთევან ლატარიას და მათ მადლობის სიგელები გადასცა.
,,გამორჩეულია თქვენი წვლილი ჩვენს მუნიციპალიტეტში წიგნიერი თაობების ჩამოყალიბებისა და მათი სრულფასოვანი განვითარების საქმეში. მინდა მადლიერება გამოვხატო თქვენს მიერ საბიბლიოთეკო სფეროში ათწლეულების მანძილზე შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“ – აღნიშნა ვახტანგ გადელიამ, მათთან სტუმრობისას.




