სენაკის მერმა საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრში მომუშავე ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრს ესტუმრა, ცენტრში მომუშავე ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
,,ძვირფასო ქალბატონებო, ქალთა საერთაშორისო დღეს გილოცავთ. გულწრფელ სიყვარულს და პატივისცემას გამოვხატავ ჩვენი მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონების მიმართ. გადავწყვიტეთ, 8 მარტი საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრში მომუშავე ქალბატონებისა და მეეზოვე ქალბატონებისთვის სიმბოლური საჩუქრებით მიგველოცა. ჩვენი ქალაქის ყოველი დილა ხომ მეეზოვე ქალბატონების შრომით იწყება. ისინი უქმე დღეების მიუხედავად, ქალაქის სისუფთავეზე ყოველდღიურად ზრუნავენ. მათი დაუღალავი შრომა დასაფასებელია. მადლობა, მათ, გაწეული სამსახურისთვის…” – აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.




