სენაკის მერმა ცნობილი ადამიანები დააჯილდოვა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ქალაქ თბილისში, ჩვენი ქალაქის ორი გამორჩეული შვილი, სენაკის საპატიო მოქალაქეები, მსოფლიოში აღიარებული გამოჩენილი მხატვარ-ფერმწერი, 5 პრემიის ლაურეატი, პარიზის მსოფლიოს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მუდმივი წევრი, მწერალი, ემელიანე (რეზო) ადამია და ქართული თეატრალური საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, მხატვრული კითხვის დიდოსტატი, კოტე მახარაძის სახელობის ტიტულის მფლობელი, მურმან ჯინორია მოინახულა.
მუნიციპალიტეტის მერმა ეპოქალურ ადამიანებს დაბადების დღე მიულოცა, სიმბოლური საჩუქრები გადასცა, დღეგრძელი სიცოცხლე, აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობა და წარმატებები უსურვა. დღეს, თანამედროვეობის ორ გამორჩეულ ადამიანს, რეზო ადამიას დაბადებიდან 84, მურმან ჯინორიას – 75 წელი შეუსრულდათ.




