სოფელ კირცხში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ კირცხში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.
სოფელ კირცხში 3- კილომეტრიანი ბეტონის გზა იგება. პროექტის ფარგლებში ეწყობა სანიაღვრე არხი. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1 225 000 ლარს შეადგენს.
პროექტი გარდამავალია. სამუშაოები მიმდინარე თვეში დასრულდება.




