სენაკში, ბორჯომის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება
27.08.2020 / 27 აგვისტო 2020

- სენაკის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-რეაბილიტაციის პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ წუთებში, ბორჯომის ქუჩაზე და ჩიხში, ასფალტის საფარი იგება. სამუშაოებს, ღირებულებით – 109 153 ლარი, შპს ,,ინდიკო“ ახორციელებს.




