ორი საგზაო შემთხვევა სამეგრელოში – დაშავებულებს შორის ერთი მცირეწლოვანია

- სხვადასხვა ავტოსაგზაო შემთხვევებიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ორი მოზარდი შემიყვანა.
როგორც კლინიკის გენერალურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ განაცხადა, ერთს უკვე ჩაუტარდა სასწრაფო გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია და ის ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ხოლო მეორე მოზარდს, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ამწუთებში უტარდება ოპერაცია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოყვანილ იქნა მოზარდი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე,რის შემდეგაც სასიცოცხლო ჩვენებით გაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში.




