სენაკში, გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები გრძელდება
26.08.2020 / 26 აგვისტო 2020

- სენაკში, გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. განათება ნარმანისა და ნაფეტვარიძის ქუჩებზე ეწყობა. აღნიშნულ ლოკაციებზე მსგავსი სამუშაოები პირველად ხორციელდება.
მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი ანალოგიურ სამუშაოებს, მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, გააგრძელებს.




