სენაკში, გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

- გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები სენაკში გრძელდება. ამ ეტაპზე, განათება დადიანის ქუჩაზე ეწყობა. გარე განათების სისტემის მოწყობითი სამუშაოების პროცესს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის დირექტორი ბადრი მამულია ესწრება.
აღნიშნულ ლოკაციაზე მსგავსი სამუშაოები პირველად ხორციელდება. მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი ანალოგიურ სამუშაოებს, მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, გააგრძელებს.




