ჰეპატიტის დღე სენაკში, სკრინინგ აქციით აღინიშნა

- ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, სკრინინგ აქცია გაიმართა, რომლის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი გაეცნენ.
პილოტური პროგრამის ფარგლებში, სენაკის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანება და კლინიკა ,,არქიმედე“ – C ჰეპატიტის სკრინინგ გამოკვლევას, დევნილთა პოლიკლინიკის მობილური ბრიგადები კი – დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში, გასვლით სკრინინგს ატარებენ.
7 წლის წინ, საქართველოს მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოების, მედიკოსებისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, მიიღო გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინიციატივაზე – დაწყებულიყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რის შედეგადაც, C ჰეპატიტისგან 60 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა და საქართველო გლობალური ლიდერი გახდა.




