ჩხოროწყუს მერმა ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა

ქალაქ ჩხოროწყუსა და სოფელ თაიაში ნაპირსამაგრი ჯებირების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოები დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა დაათვალიერეს.
მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში ნაპირსამაგრი სამუშაოების ბიუჯეტმა 400 000 ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს ასევე ქალაქ ჩხოროწყუში ლესელიძეს ქუჩაზე მოწყობილი სანიაღვრე არხები.




