ჩხოროწყუს მერმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დათვალიერა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა სოფელ კირცხში (სარაქონის უბანში), და სოფელ ნაფიჩხოვოში , (ხანწკის უბანში) სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მოწყობილი სახიდე გადასასვლელები დაათვალიერეს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებმა ჯამში 1 184 000 ლარი შეადგინა.
სოფელ ნაფიჩხოვოში, მდინარე „კამაზე“ სახიდე გადასავლელი შენდება. ხანწკის უბანში, მდინარე ,,შებეზე“ ახალი სახიდე გადასასვლელი მოეწყო. სოფელ ნაფიჩხოვოში, მდინარე ,,ოჩხომურზე“ სტიქიის შედეგად დაზიანებული ბონდის ხიდის ადგილას დაწყებულია ახალი ბონდის ხიდის მოწყობის სამუშაოები, აღნიშნული ხიდების მოწყობის საჭიროების საკითხი „ღია შეხვედრების“ ფარგლებში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე დაისვა.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, სახიდე გადასასვლელები მოეწყო სარაქონისა და ლეგახარეს უბნებში. ასევე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში ქალაქ ჩხოროწყუში, სოფელ ახუთში, ლეწურწუმეში,ზუმსა და თაიაში რეაბილიტირდა ბონდის ხიდები.




