აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები სენაკში

ღამის 22 საათიდან, ქალაქ სენაკის მასშტაბით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მასობრივი შეწამვლითი სამუშაოები განხორცილდება. თერმული ნისლით დამუშავების პროცესში ჩართულია 17 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი წამლის შემასხურებელი აგრეგატით, მათგან 11 – ქალაქად, 6 – ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში.
აღნიშნული სამუშაოები როგორც ქალაქში, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში, აქტიურად გაგრძელდება.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა, საერთაშორისო პარტნიორების და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მავნებლის გავრცელებიდან დღემდე ეფექტურად ხორციელდება.
მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, უპრეცედენტოდ უმოკლეს პერიოდში, საქართველოს, ინოვაზიურ მავნებელთან ბრძოლის ხელშესახები პოზიტიური შედეგები აქვს.




