აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები სენაკში

- ქალაქ სენაკის მასშტაბით მიმდინარეობს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მასობრივი შეწამვლითი სამუშაოები, რომელშიც ჩართულია 13 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის შემასხურებელი აგრეგატით.
პროცესში მონაწილეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, მერის წარმომადგენელი ქალაქ სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოჩა ჭანტურია ღებულობს.
აღნიშნული სამუშაოები როგორც ქალაქში, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში, აქტიურად გაგრძელდება.




