აკაკი გოგსაძე – ,,ჯონ დირი“-ს კომბაინი W660 საქართველოში პირველია, დღეში 35 ჰექტარზე გაშენებულ სიმინდისა და ხორბლის მოსავალს იღებს

- კომპანია ,,აგრომოტორსმა“ საქართველოში პირველად, მსოფლიო პრემიუმ ბრენდი ,,ჯონ დირი“-ს კომბაინი W660 შემოიყვანა, რომელიც კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში 1 300 ჰექტარ სიმინდისა და ხორბლის მინდვრებში მოსავლის აღებას მოემსახურება.
კომპანიის დამფუძნებელი, აკაკი გოგსაძე სოფელ ვარდისუბანში ჩავიდა და ტექნიკა მის მფლობელს, ფერმერ მერაბ ნაცვლიშვილს ,,აგრომოტორსი“-ს თანამშრომლებთან ერთად პირადად ჩაუყვანა.
,,თანამედორვე ტექნიკის როლი აგრო სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. კომბაინის ერთ-ერთი უნიკალურობა არის 400 ცხენისძალიანი სიმძლავრე, რომელიც საქართველოს მასშტაბით პირველია. ტექნიკა დღეში 30 -35 ჰექტარ მიწაზე გაშენებულ სიმინდისა და ხორბლის მოსავალს იღებს და ერთიანად 9 ტონა მოსავლის მოთავსებაა შესაძლებელი. ფერმერმა აღნიშნული ტექნიკა სახელმწიფოს თანადაფინანსებით შეიძინა, ჩვენ კი 10 დღის ვადაში შევძელით მისი საქართველოში ტრანპორტირება,’’-განაცხადა აკაკი გოგსაძემ.
მისივე თქმით, კომბაინის უნიკალურობა ეკოლოგიის კუთხითაც მნიშვნელოვანია – ,,ტექნიკა აღჭურვილია ჩოფერით, რომელიც დაქუცმაცებულ ნარჩენებს მოაბნევს მინდვრებში, რითაც მიწის დამუშავებისას ფერმერებს არ დასჭირდება ნარჩენების გატანა და მინდვრის გადაწვა. დაქუცმაცებული ნეშომპალას შემდეგ წელს ნიადაგისთვის გამოიყენებე’’.
კომპანია ,,აგრო მოტორსი’’-ს მიმართულება არის ,,ჯონ დირი“-ს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემოყვანა ქართულ ბაზარზე, რასაც უკვე წლები წარმატებით ახორციელებს. კომპანიას აქვს მრავალფეროვან არჩევანი- ეს იქნება ახალი ტრაქტორები, სხვადასხვა სახის ახალი აგრეგატი, ფერმის აღჭურვილობა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისთვის საჭირო ნაწილები.
,,ჯონ დირი’’-ს უნიკალურობა ხარისხი და ინოვაცია, რითაც კომპანია საუკუნეზე მეტია წამყვან პოზიციებს არ თმობს მსოფლიო მასშტაბით.




