ფოთის სერვისების ცენტრის ჩართულობით ნაბადის უბანში 120 ძირი ხე დაირგო

ა(ა)იპ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის მიერ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგაზაფხულო გამწვანებითი სამუშაოების განხორციელება დაიწყო. ამ ეტაპზე ნაბადის უბნის სკვერში 38 ძირი ვერტიკალური კიპარისი, 25 ძირი ქაფურის ხე, 10 ძირი პალმა, 20 ძირი რწყავფოთოლა, 20 ძირი ჭაობის კიპარისი, 10 ძირი ნეკერჩხალი დაირგო.
მსგავსი ღონისძიებების ქალაქის მასშტაბით სხვა უბნებში განხორციელებაც იგეგმება.
ა(ა)იპ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის მთავარი პრიორიტეტებია როგორც მოსახლეობის მოთხოვნებზე დროული რეაგირება და ხარისხიანი მომსახურეობა, ასევე გარემოზე, ქალაქის იერსახესა და გამწვანებაზე ზრუნვა.




