ფოთში, მალთაყვის ბულვართან დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დაიწყება

ფოთში, ქალაქის ცენტრიდან მალთაყვის ბულვართან დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. 1 743, 68 მეტრიანი ბეტონის გზა ცენტრის უბანს მალთაყვის სანაპირო ზოლთან დააკავშირებს.
ბარათაშვილის ქუჩიდან ყოფილი ციტრუსების მეურნეობის ტერიტორიაზე გამავალი და მალთაყვის სანაპირო ზოლის (ბულვარის) შემაერთებელი გზის მოწყობა საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 862 046 ლარს შეადგენს.




