სოფელ ეწერში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო. პროექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 2 233 414.41ლარს. სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “აგრომშენსერვისი”.
თანამედროვე სტანდარტების დონეზე კეთილმოწყობილი ახალი საჯარო სკოლა გათვლილია 120 მოსწავლეზე.
დღეს 30 ოქტომბერს, სოფელ ეწერში იმყოფებოდნენ და მშენებლობის საძირკვლის ჩაყრას ესწრებოდნენ წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ლუკავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია, საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ფიფია და წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია.




