სოფელ ეწერში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 2 233 414.41ლარს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია აგრომშენსერვისი ასრულებს.
ახალი საჯარო სკოლა 120 მოსწავლეზეა გათვლილი, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების დონეზე კეთილმოწყობილი.
უნდა აღინიშნოს, რომ სკოლა ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, აღჭურვილი თანამედროვე სასკოლო და საოფისე ინვენტარით, გათვალისწინებულია თანამედროვე გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და ღია სპორტული მოედანი.




