მერიკო შენგელაია – პირადი წყენები უნდა დავივიწყოთ, უთანხმოებებს მოვერიოთ და გავერთიანდეთ

“უთანხმოებებს მოვერიოთ და გავერთიანდეთ, ისევ ისე ერთხმად ვთქვათ უარი ძალადობრივ რეჟიმზე, როგორც ეს მაშინ 2012 წელს ვთქვით”-სოციალურ ქსელში ასეთი სახის სტატუსს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი მერიკო შენგელაია აქვეყნებს. აღნიშნული სტატუსლი მან სამუშაო საათების შემდეგ დადო.
“ვუყურებ,ვუსმენ და ახლა ვფიქრობ რომ დუმილი დანაშაულია ამიტომ უნდა ვთქვა – სამშობლოს არ უნდა ჩავუდგეთ ჯიბრში, პირადი წყენები უნდა დავივიწყოთ, (ვინც მიცნობს ყველამ იცის ჩემი “თავგადასავალი”) უთანხმოებებს მოვერიოთ და გავერთიანდეთ, ისევ ისე ერთხმად ვთქვათ უარი ძალადობრივ რეჟიმზე, როგორც ეს მაშინ 2012 წელს ვთქვით.
ჩვენს ჭიდილში ისევ ის ალალი,ერთგული ხალხი შფოთავს და ენანება ბრძოლით მოტანილი, ვინ იცის მათგან (ისევ ჩვენი გადაცდომებიდან გამომდინარე) რამდენია მშიერი და მწყურვალი!მაგრამ უყვართ ეს ქვეყანა ალალად და წრფელად!
ხოდა მათთვის, ჩვენთვის, ჩვენი უკეთესი მომავლისთვისა და ქვეყნის განვითარებისთვის არ დავუშვათ”ორი გვამის” მთხოვნელი ძალის მობრუნება, “კასტილიანის” დავალებების მიმცემების ბოგინი, ლეშიჭამიებისა და ახალგაზრდა პირტოტველა ბიჭების მკვლელების თარეში.
ჩვენ ეს შეგვიძლია, აუხდენელი ოცნებები ბევრი დაგვრჩა – ამიტომ ერთად ავიხდინოთ, გავერთიანდეთ – სამშობლოს ნუ ჩავუდგებით ჯიბრში!
მსგავსი სიახლეები

ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას – სააკაშვილი


