სალომე ზურაბიშვილი – სამეგრელოში უნდა დაარსდეს საერთაშორისო დონის იპოდრომი
სამეგრელოში ყოფნისას საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა მნიშვნელოვანი მესიჯები გააჟღერა. მათ შორი, ყველაზე მნიშვცნელოვანი ის, რომ მისი სურვილია მეგრულმა ოდამ მოიპოვოს ძეგლის სტატუსი.
“მე ვიქნები საქართველოს მთავარი ელჩი, მთავარი ადვოკატი საერთაშორისო ასპარეზზე.
მე ვიყავი ერთ-ერთი ხელმომწერი მიმართვისა, რომლის თანახმადაც იუნესკომ ქართული დამწერლობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა.
ჩემი სურვილია, რომ მეგრულმა ოდამ ასევე მოიპოვოს ძეგლის სტატუსი”,-აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის სურვილია, რომ სამეგრელოს ჰქონდეს თანამედროვე იპოდრომი და განვითარდეს სპორტის ძველი სახეობა, ცხენოსნობა.
“აქ უნდა დაარსდეს ისეთი იპოდრომი, რომელიც იქნება საერთაშორისო დონის. ეს უნდა იყოს ისეთი, რომლისთვისაც ჩამოვლენ ყველანი და მათ შორის აფხაზებიც. პირველ რიგში აფხაზები და მეგრელები იქ იქნებიან შეჯიბრში და იქ იქნებიან გაერთიანებულები. ამ თემაზე მე პირადად ვიმუშავებ, რომ ეს ასე იყოს”-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მარტვილელებთან შეხვედრისას.




