ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა

- ამ წუთებში სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მობილიზებულნი არიან ზუგდიდში, მეუნარგიას ქუჩაზე. აქ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბინას ცეცხლი გაუჩნდა და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სავარაუდოდ, პარალელურად მიმდინარეობს ადგილობრივების ბინებიდან ევაკუაციის პროცესი.
როგორც ადგილიდან STV NEWS-ის კორესპონდენტი იტყობინება არ არის მსხვერპლი. არც არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებიც.




