ზუგდიდში საცხოვრებელი კორპუსს ხანძარი გაუჩნდა

- ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინა ხანძრის, შედეგად დაიწვა. შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის განცხადებით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
მათივე ცნობით, კორპუსიდან მოსახლეობა ევაკურიებულია. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, საპატრულო პოლიცია და სასრაფო დახმარების ეკიპაჟები.




