მდინარე ტეხურში, 18 წლის ბიჭი დაიხრჩო

- სენაკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტეხურში, 18 წლის ბიჭი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. სავარაუდოდ, წყალში გადახტომისას მას გული გაუჩერდა.
ადგილზე მაშველების მისვლისას ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.




