მდინარე რიონში ქალაქის ცენტრალური ხიდიდან 16 წლის ბიჭი გადავარდა

ფოთში უბედური შემთხვევა მოხდა. მდინარე რიონში ქალაქის ცენტრალური ხიდიდან 16 წლის ბიჭი გადავარდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მოზარდი მოაჯირზე იყო ასული, ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა. გამვლელები უმალ ჩახტნენ წყალში მაგრამ ვერ მიაგნეს. შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე აწარმოებენ სამძებრო სამუშაოებს.




