განსაკუთრებული ხელის თხოვნა საქართველოში-ვიდეო, რემელიც სოც ქსელში პოპულარულია
სოციალურ ქსელში დღემდე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ვიდეო, სადაც ქართველი ბიჭი გოგონას ხელს სთხოვს ძალიან ორიგინალურად. თუმცა ცოტამ იცის თავად ამ წყვილის შესახებ.
ვიდეოს მთავარი გმირი სალომე ბარბაქაძე აღნიშნავს, გახმაურებული ხელის თხოვნით, მისი და გიორგი საძაგლიშვილის ერთწლიანი ურთიერთობა დაგვირგვინდა და მათ ცხოვრებაში უკვე პატარა მართა შემოიჭრა, რომელიც მალე სამი თვის გახდება.
“წარმოდგენაც არ მქონდა, ასეთი რამ თუ მელოდა. ვიცოდი, რომ დახურულ საღამოზე მეპატიჟებოდნენ და თბილისიდან ქუთაისში მოვდიოდი. თურმე დედაჩემიც შეკრული იყო ჩემს მომავალ მეუღლესთან. თვითონ გიორგიმ მითრა, რომ ყაზბეგში იქნებოდა და ვერ წამოვიდოდა ჩემთან ერთად”-ამბობს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი პოპულარული ვიდეოს მთავარი გმირი.



