ფოთში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ჭერი ჩამოინგრა

დღეს ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტი სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ფოთის მერია სახლის გადახურვის სამუშაოებს ახორციელებდა.
მომხდარის ადგილზე მივიდა სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო რმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია.
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელის თქმით, აღდგენითი სამუშაოები უმოკლეს ვადაში დაიწყება.



![ზუგდიდში, ეკატერინეს სასახლეში ჭერი ჩამოინგრა [ფოტო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2019%2F03%2F%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%982.jpg&w=3840&q=75)