ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე სახლი დაიწვა

ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე ზური პაჭკორიას საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი გაუმართავი ელექტროგაყვანილობაა.
ხანძრის შედეგად არავინ არ დაშავებულა.ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლოციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულები. შსს-ს ინფორმაციით მიმდინარეობს გამოძიება.


![ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2019/01/51349602_411352303002399_3892345641354919936_n.jpg)

