თურქეთში, ზღვაში ჩხოროწყუს მკვიდრი, 24 წლის ლაშა მალანია დაიხრჩო
თურქეთში, ქალაქ არდეშენში, ზღვაში ჩხოროწყუს მკვიდრი, 24 წლის ლაშა მალანია დაიხრჩო. ინციდენტი გუშინ მოხდა. ოჯახი ხელისუფლებას ცხედრის გადმოსვენებისთვის დახმარების თხოვნით მიმართავს და აცხადებს რომ, დაღუპულის ცხედარი ამჟამად ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული
,,2 წელია საზღვარი არ გადმოულახავს და დახმარება გვინდა, რომ გარდაცვლილის დატირება შევძლოთ,”- აცხადებენ ოჯახის წევრები.
საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება ამ დროისთვის არ შესულა, თუმცა საკონსულო ფლობს ინფორმაციას საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ, ამჟამად ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში და უტარდება ექსპერტიზა.
საკონსულოს ხაზზეა ოჯახის წევრებთან და ადგილობრივ სამართლადამცავებთან. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, მოხდება საქართველოს მოქალაქის გადმოსვენება




