სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ორი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები სენაკის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომანქანები აალდა და ნაწილობრივ დაიწვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276 მუხლით მიმდინარეობს.