სენაკის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს ჩემპიონატის მე-4 ლიგის მორიგი კალენდარული მატჩი გაიმართა. ერთმანეთს სენაკის ,,ეგრისი’’ და თბილისის ,,სპაერი’’ დაუპირისპირდნენ.
მატჩს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საინტერესო და დაძაბული შეხვედრა სენაკის ,,ეგრისის’’ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5-2 დასრულდა.