STV
რეკლამა

40 წელი – ღვთისა და ერის მსახურებაში

წმინდა ბერის ალექსი შუშანიას მიერ დაფუძნებული მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტი მელქისედეკის (მიქავა) მღვდლად კურთხევიდან 40 წელი გავიდა. რწმენის, სიკეთის, სათნოებების გამრავლებაში, სამწყსოსადმი ზრუნვაში ჩამარცვლილი წლების საიუბილეო თარიღი ღვაწლმოსილ მოძღვარს სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა მიულოცეს.

მამა მელქისედეკი მღვდლად 1979 წელს, ბათუმში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში აკურთხეს. ჯიქეთის დედათა მონასტერში ერთწლიანი მსახურების შემდეგ, 1883 წლიდან დღემდე, იგი მენჯის მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარია და დიდი სიყვარულითა და ერთგულებით ემსახურება ამ საღვთო საქმეს.

მუნიციპალიტეტის მერმა არქიმანდრიტ მელქისედეკს ჯანის სიმრთელე, სიმხნევე და ღვთისა და ერის წინაშე მსახურებაში უფლის შეწევნა უსურვა.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში თურქეთის სამედიცინო ცენტრის 7M წარმოამდგენლობა გაიხსნა

რედაქტორი

9 აგვისტოს რესტორან კოჩანაში გრანდიოზული მუსიკალური საღამო გაიმართება (R)

რედაქტორი

ზუგდიდში, 28 ივლისს „უწყვეტი მუსიკის საღამო“ გაიმართება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი