STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები რეკლამა

ზუგდიდში თურქეთის სამედიცინო ცენტრის 7M წარმოამდგენლობა გაიხსნა

დღეს ზუგდიდში, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ტრაპიზონში მდებარე სამედიცინო ცენტრის 7M-ის წარმომადგენლობა გაიხსნა. ოფისი მერაბ კოსტავას 58 ნომერში, ცენტრალური ბიბლიოთეკის გვერდით მდებარეობს.

„ეს ოფისი არ არის შუამავალი წარმომადგენლობა, ეს იქნება პირდაპირ კლინიკის წარმომადგენლობა. სერვისი მოიცავს კლინიკის ვიზიტის დაჯავშნას, ტრაპიზონამდე ტრანსპორტირებას და ეს არ წარმოადგენს დამატებით მომსახურებას, ეს მომსახურება შედის საერთო თანხაში“ – აცხადებენ 7M-ის წარმომადგენლობაში.

გახსნის ცერემონიალს 7M-ის პროფესორები, ჰოსპიტლის მენეჯმენტი და სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელი ექიმები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

7M გთავაზობთ შემდეგი მიმართულებებზე სამედიცინო მომსახურებას: ტვინისა და ნერვის ქირურგია, ორთოპედია და ტრავმატოლოგია, მეანობა და გინეკოლოგია, შინაგანი დაავადებების მკურნალობა, ბავშვთა ჯანმრთელობა, ყელ-ყურ ცხვირის დაავადებები, უროლოგიის მიმართულება, უშვილობის პრობლემები, ფიზიკური თერაპია და რეაბილიტაცია, კარდიოლოგია, გულ-მკერდის ქირურგია, დერმატოლოგია, შინაგანი დაავადებების მკურნალობა, ზოგად ქირურგია, ტუპერკულიოზის მკურნალობა, ფსიქოლოგია, დიეტოლოგია, პლასტიკურ ქირურგია, თმის გადანერგვას და ა.შ.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ზუგდიდის სერვის ცენტრს მისამართზე: ზუგდიდი, კოსტავას 58, ან დარეკოთ ტელეფონის ნომერზე 544 44 22 03” – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: პრობლემები თქვენს განადგურებულ ოპოზიციაში ეძებეთ. ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა

რედაქტორი

პრემიერი: რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი, წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი

რედაქტორი

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

რედაქტორი