STV
რეგიონი

საკადრო ცვლილებები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა გვასალიამ თანამდებობა დატოვა და გუბერნიაში, სხვა თანამდებობაზე გადაინაცვლა. STV-ს ინფორმაციით, ლაშა გვასალია თანამდებობრივად ჩამოაქვეითეს, თუმცა ხელფასი იგივე დაუტოვეს. ჩვენ მასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს ტელეფონი გამორთული ჰქონდა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად STV სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ლიკა ქვარცხავას დაუკავშირდა. ქვარცხავას განცხადებით:

“სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნიაში ვადასტურებთ საკადრო ცვლილებებს. კერძოდ, ლაშა გვასალია ხელშეკრულებით თანამშრომლობს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის თანაშემწის პოზიციით, რაც შეეხება თქვენ შეკითხვას ლევან წულაიას თანამდებობრივ პოზიციაზე, ისიც ხელშეკრულებით მუშაობს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის კონსულტანტანტად”-განაცხადა ლიკა ქვარცხავამ.

STV-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსად ლევან წულაია თავიდანვე მოიაზრებოდა. ჯერჯერობით ის აღნიშნულ თანამდებობაზე არ დანიშნულა, თუმცა არაოფიციალურად ადმინისტრატორის ფუნქციებს ითავსებს.

ინფორმირებული წყაროს ცნობით, მას უკვე იცნობენ გუბერნიის თანამშრომლებიც. ლევან წულაია ორ კვირაზე მეტია გუბერნატორის აპარატში მუშაობს.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ინფრასტრუქტურის მინისტრი ნაკიფუ-ულრიას გზის მდგომარეობას გაეცნო

რედაქტორი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო წალენჯიხის პირველი საჯარო სკოლის პროექტირებას და სამუშაო გეგმის მომზადებას იწყებს

რედაქტორი

ჯგალსა და ობუჯში საბავშვო ბაღების მშენებლობას ინფრასტრუქტურის მინისტრი და გუბერნატორი გაეცნენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი