10 – 17 სექტემბერს სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა გათამაშება ევრაზიის ვარსკვლავების თასზე, სადაც საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრებმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
აღნიშნულ შეჯიბრში მონაწილეობდა მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის უშუს ჯგუფის მოსწავლე ლუკა პაპავა (მწვრთნელი დათა წულაია), რომელმაც ასაკობრივ ჯგუფში გაიმარჯვა და დაიკავა პირველი ადგილი.