STV
რეგიონი

სოფელ ინგირში, საცხენოსნო დოღი „ანაკლიის თასი 2018“ გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში საცხენოსნო დოღი „ანაკლიის თასი 2018“ გაიმართა. როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა , დღეს საფუძველი ჩაეყარა საცხენოსნო დოღს ანაკლიის თასზე, რომელიც ყოველწლიური გახდება და საერთაშორისო მასშტაბს მიიღებს.

“ცხენოსნობა მხოლოდ სპორტი არ არის. ის ჩვენი ხასიათი, კულტურა და ტრადიციაა. ადრე ენგურის ხიდთან ყოველწლიურად იმართებოდა ქართველი და აფხაზი ცხენოსნების შეჯიბრი. ჩვენი მიზანია აღვადგინოთ საერთო კავკასიური და ქართული მხედრული ტრადიციები, მხარი დავუჭიროთ ქართული საცხენოსნო სკოლის განვითარებასა და მისი საერთაშორისო ასპარეზზე გატანა ვცადოთ,“ – განაცხადა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

დოღში საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და „ანაკლიის თასი 2018“ საპრიზო ფონდი 25 ათას ლარს შეადგენდა.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ინფრასტრუქტურის მინისტრი ნაკიფუ-ულრიას გზის მდგომარეობას გაეცნო

რედაქტორი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო წალენჯიხის პირველი საჯარო სკოლის პროექტირებას და სამუშაო გეგმის მომზადებას იწყებს

რედაქტორი

ჯგალსა და ობუჯში საბავშვო ბაღების მშენებლობას ინფრასტრუქტურის მინისტრი და გუბერნატორი გაეცნენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი