STV
სპორტი

ზუგდიდში, „სახალისო ფეხბურთის ღია სკოლები“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

ზუგდიდში, საერთაშორისო პროექტის სახალისო ფეხბურთის ღია სკოლები“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც 7-14 წლამდე ასაკის 200-მდე ბავშვი მონაწილეობდა.

ღონისძიება თორმეტ ნაწილად დაყოფილ საფეხბურთო მოედანზე სხვადასხვა აქტივობით მიმდინარეობდა, რომელსაც პროექტის ფარგლებში სერტიფიცირებული ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, მონაწილე ბავშვებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა. 

ღონისძიებას ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია, ხელისუფლების სხვა წარმოამდგენლებთან ერთად ესწრებოდა.

“სახალისო ფეხბურთის ღია სკოლები“ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირის ერთობლივი პროექტია, რომელიც საქართველოში 2003 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია მსოფლიოს მასშტაბით კონფლიქტურ რეგიონებში ბავშვთა ინტეგრაციისა და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა.

ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის ახალმა მულტიფუნქციურმა სპორტკომპლექსმა ფუნქციონირება დაიწყო

რედაქტორი

ფოთმა საერთაშორისო ტურნირს „პროტური ფოთი – 2025“ უმასპინძლა

რედაქტორი

ზუგდიდის სპორტკომპლექსის სერვისებით სარგებლობას მოქალაქეები ათდიან სატესტო პერიოდში უფასოდ შეძლებენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი